02:31 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 13:27:19, 1793 ნახვა

კომენტარი
კახიძე: სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი

"სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი",-ამის შესახებ  "ევროპული საქართველოს" წევრმა  ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან სახალხო დამცველის კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები არ ყოფილა:

‘’საპარლამენტო უმრავლესობამ, იმის ნაცვლად რომ მომხდარიყო სახალხო დამცველის შერჩევა, როგორც მოგეხსენებათ ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორის მხრიდან, პრაქტიკულად კულვარულად ჩუმად შეარჩია თავისი ფავორიტი კანდიდატი. სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ ახლა გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი უკვე შერჩეული კანდიდატის. საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა, ჩვენ ვერ მოვუსმინეთ ოთხივე კანდიდადტს, რომ შეგვედარებინა მათი ხედვა სხვადასხვა საკითხზე.  შესაბამისად საპარლამენტო უმცირესობა ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს არა არჩევის, არამედ დამტკიცების ფორმალურ პროცესში. თავად კანდიდატუარს რაც შეეხება, პერსონალიებში არ არის საქმე. ნინო ლომჯარიასთან ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, პრეტენზიები გვაქვს პროცესთან, რომელიც არადემოკრატიუალდ წარმართა საპარლამენტო უმრავლესობამ",-აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა  ოთო კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად გუშინ წარადგინა.

კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. 

კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics