04:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 11:20:45, 1517 ნახვა

კომენტარი
შეიხ ალ ნაჰაიანი: საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის, მისი დაცულობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით

 თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრი შეიხი მუბარაკ ალ ნაჰაიანი ეწვია.   

როგორც შეიხ ალ ნაჰაიანმა აღნიშნა მისთვის დიდი პატივია მეორედ მონაწილეობდეს ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც კარგი პლატფორმაა რეგიონის ეკონომიკურ მომავალზე სამსჯელოდ.

შეიხმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე როლს ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ასევე მისი, როგორც  ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხაზის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს.

 „ჩემთვის დიდი პატივია მეორედ ვმონაწილეობდე ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომლის მნიშვნელობას ასევე ადასტურებს მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. ფორუმის მიმდინარეობისას განიხილება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ეკონომიკური მომავალი. საქართველოს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმთავრესი გზაჯვარედინი, რაც დამატებით ფასეულობას სძენს ამ ფორუმს. გაერთიანებული ემირატებისა და საქართველოს ურთიერთობა ძალზედ მტკიცეა. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს შესაძლებლობებსა და მის წინსვლაში იყოს ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ცენტრი რეგიონში. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივად მზარდია, საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების, მისი დაცულობის და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, რაც ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ფორუმს. მოხარული ვარ რომ შევხდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მასთან განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს",- განაცხადა შეიხ ალ ნაჰაიანმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics