|
2017-11-27 18:11:34, 1003 ნახვა
რეგიონი
სოფელ ჭუბერში გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მოსახლეობამ ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის რეაბილიტაციისა და ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლის მოთხოვნით ჭუბერი-ხაიშისა და ჭუბერი მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა არავინ დაინტერესებულა. ადგილზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს წევრი ლადო ვიბლიანი იმყოფებოდნენ. ვიბლიანი აქციის მონაწილეებს შეუერთდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა. მოგვიანებით, საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლახამულას თემის მოსახლეობა გამგებლისგან კონკრეტულ თარიღს ითხოვდა, თუ როდის მოხდება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. აქციის მონაწილეებმა მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებს გზის მთავარი მაგისტრალი ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ და მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)