|
2017-11-26 16:02:46, 917 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს
25 ნოემბერს აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღეს სასტუმრო „ლეო გრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის შესახებ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. „ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს" - განაცხადა მთავრობის ზურაბ პატარაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)