|
2017-11-24 15:31:14, 2072 ნახვა
კომენტარი
კობახიძის განცხადებით, ქორწინების კონსტიტუციური დეფინიცია საქართველოში მის სოციალურ აღქმას შეესაბამება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქორწინებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მიდგომა არსებობს. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, ქორწინების სამართლებრივი დეფინიცია მის სოციალურ აღქმას უნდა შეესაბამებოდეს. „ეს ჩანაწერი შეგიძლიათ ამოიკითხოთ არაერთი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ევროპის მასშტაბით. გადავწყვიტეთ, ზუსტად ამ დეფინიციით გვეხელმძღვანელა. კერძოდ, ის ჩანაწერი, რომელიც არის დაზუსტებული კონსტიტუციაში, რომელიც მანამდე ისედაც იყო გაწერილი კანონის დონზე, გაგვეწერა უკვე კონსტიტუციის დონეზე“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ მოცემული კონსტიტუციური დეფინიცია საქართველოში ქორწინების სოციალურ აღქმას შეესაბამება. „ ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური სოციალური ასპექტების დაკავშირება დეფინიციის დაზუსტებასთან. ძალიან ხშირად გამოიყენება ხოლმე ეს ბუნდოვანება ჩვენს კონსტიტუციაში სპეკულაციებისთვის, მანიპულაციებისთვის, მათ შორის ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ ასეთი საფუძველი სპეკულაციებისთვის და მანიპულაციებისთვის გამოგვეცალა ხელიდან შესაბამისი ძალებისთვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება რაიმე რისკს დისკრიმინაციის კუთხით, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არავითარ დისკრიმინაციას არ წაახალისებს: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, არა მარტო შეგრძნებიდან გამომდინარე, არამედ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ ეს ახალი ჩანაწერი არავითარ დისკრიმინაციას არ წაახალისებს, პირიქით, გამოეცლებათ შესაბამის ძალებს ყოველგვარი საბაბი და საფუძველი იმისათვის, რომ გააღვივონ ჰომოფობია ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კონსტიტუციის 30-ე მუხლის ახალ რედაქციაში აღნიშნულია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)