|
2017-11-24 14:35:51, 1531 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ხმოსანი - თავისი წარმოშობით ქართულია, თუმცა რადგან ქილიკის საგანი გახდა, მას საარჩევნო კოლეგიის წევრით ვცვლით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვისას, პრეზიდენტის არჩევის წესზე და ამ მიმართულებით ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა. კობახიძის თქმით, ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი 5 წლის ვადით, საარჩევნო კოლეგიის მიერ, არაპირდაპირი წესით აირჩევა: „ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ახალი მუხლის თანახმად, პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს სპეციალური საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება 300 წევრისგან. ესენი არიან პარლამენტის წევრები- 150 დეპუტატი, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და სხვა წევრები, რომელსაც პარტიები ასახელებენ თვითმმართველობის პროპორციული არჩევნების შედეგების შესაბამისად“,-აღნიშნა კობახიძემ. კობახიძის განცხადებით, ამ ნაწილში არის ერთი მუხლი წარმოდგენილი, რომელიც იურიდიული კუთხით, შეიძლება პრობლემური იყოს: „როდესაც იქმნება ასეთი ტიპის კოლეგიები, იქ უზრუნველყოფილია მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე. მაგალითად, გერმანიაში, როდესაც იქმნება ასეთი კოლეგიები, იქ უზრუნველყოფილია ცენტრალური და რეგიონალური წარმომადგენლობა. რეგიონებს იქ აქვთ პოლიტიკური სტატუსი მინიჭებული ჩვენი მხარეებისგან და მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით. იგივე ეხება იტალიას, სხვა ქვეყნებს. ჩვენ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი არ არის პოლიტიკური ერთეული, თუმცა არის წარმოდგენილი ამ პოლიტიკურ პროცესში, რაც იურიდიული კუთხით არ არის, ჩემი გადმოსახედით, მაინც და მაინც გამართული, თუმცა კომპრომისის სახით, გადავწყვიტეთ, ეს პროცედურა გაგვეწერა კონსტიტუციის თანახმად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, ტერმინი ხმოსანი იცვლება იმ ცვლილებით, რომელიც შედის კონსტიტუციის უკვე დამტკიცებულ რედაქციაში. ხმოსნების ნაცვლად მათ საარჩევნო კოლეგიის წევრები ეწოდებათ: „ეს ტერმინი არის ქართული თავისი წარმოშობით, თუმცა გახდა ქილიკის საგანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამოგვეღო ეს ტერმინი კონსტიტუციიდან. საარჩევნო კოლეგიის წევრებად იწოდებიან ის პირები, რომლებიც კოლეგიაში არიან წარმოდგენილი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მიზანშეწონილობაზეც ისაუბრა: „საპარლამენტო მმართველობის სისტემაში უმჯობესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული. როცა პრეზიდენტს აქვს შეზღუდული უფლებამოსილებები, მაგრამ მაღალი ლეგიტიმაცია, წარმოიშობა დიდი დისბალანსი, რაც პრაქტიკაში წარმოშობს პრობლემებს“,-ამბობს კობახიძე. ასევე, ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტის სტატუსის შეზღუდვის თაობაზე საუბარს. მისი თქმით, პრეზიდენტის სტატუსი უცვლელი რჩება: „პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში, ამ კუთხით არავითარი ცვლილებები არ შედის კონსტიტუციის შესაბამის მუხლში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)