02:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 14:10:37, 1781 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ომბუდსმენის წინააღმდეგ დროში და სივრცეში დაკარგულ-აბნეული პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობდა

 საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის წინააღმდეგ დროში და სივრცეში დაკარგულ - აბნეული პოლიტიკური კამპანია წარმოებდა, რომელიც იმ პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა, რომლითაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას ვაფასებთ.

პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების კონცენტრაციის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა და პოლიტიკური პროცესი. მარგველაშვილი მიესალმება და დასაფასებლად მიიჩნევს მმართველი პარტიის პოზიციას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა ინიცირებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

"მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვთ შესასრულებელი. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსიროთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის და თანამდებობის შერჩევისას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში იყოთ ძალიან გულწრფელები, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად, ნათელი გზავნილი მისცეთ როგორც მმართველი პარტიის ინიციატივას, ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას ვინ მიგაჩნიათ, რომ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშვთა, პოლიტიკურ ძალთა, მედიის უფლებებს საქართველოში.

ეს მნიშვნელოვანი ტვირთია, რაც თქვენს წინაშეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანის დროს იყოთ რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიკური კონიუნქტურით მოცულები და რაც შეიძლება მეტად გულწრფელები იყოთ საკუთარ თავთან და ქართულ საზოგადოებასთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

 გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველობის პერიოდში გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა მას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics