|
2017-11-24 10:18:43, 2408 ნახვა
კომენტარი
კახაბერ საბანაძე: ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. კახაბერ საბანაძემ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო. „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე და მივუსამძიმრო მის ოჯახს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ პოლიციელსა და სპეციალური დანაყოფის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში და მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)