02:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 16:19:28, 1897 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ომბუდსმენად სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან ერთ-ერთის დასახელება

“მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.

„უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში, კენჭი ეყრება სახალხო დამცველს და არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. შესაბამისად, გვინდოდა კონსულტაციების გავლა არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. მათ შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი. მანამდე კრიტერიუმებზე გვქონდა საუბარი. კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. რაც შეეხება კანდიდატებს, მათ დაასახელეს ოთხი კანდიდატი, ეს არის ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

„ჩვენ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში არ გვქონია, აქედან გამომდინარე, რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რა არჩევანს გააკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა რაოდენობის დეპუტატები ვის ანიჭებენ უპირატესობას. შედგება ხვალ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. მისივე თქმით, კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში გამართულ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე - პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება. თუმცა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე - პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატები შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ შემოთავაზებული კანდიდატურებიდან სახალხო დამცველის პოზიციაზე ერთ-ერთს დაასახელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics