02:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 11:31:50, 1844 ნახვა

კომენტარი
გახარია: დღეს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება არავის აქვს, სანამ არ დასრულდება გამოძიება, თავი შევიკავოთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მან სპეცოპერაციაში მონაწილე ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ სანამ ექსპერტიზის ეტაპები არ დასრულდება, სიღრმისეული მსჯელობისგან და ვერსიებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს:

„პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო. მინდა, პირველ რიგში მივუსამძიმრო მის ოჯახს და, რა თქმა უნდა, სუს-ის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უდიდესი დანაკარგი და ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ გვახსოვდეს და გავაგრძელოთ ის საქმე, რა საქმესაც ამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს.  რა თქმა უნდა, შეიძლება ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტულ მსჯელობაზე ალბათ უმჯობესია თავი შევიკავოთ“,-აღნიშნა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს, 3 კი, ლიკვიდირებულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics