23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 20:18:51, 1877 ნახვა

კომენტარი
პრემიერი სპეცოპერაციაზე: ვისაც არ ეზარება, ყველა ამ საქმის ექსპერტი გახდა, უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა იმ კრიტიკულ  განცხადებებს, რომელიც სპეცოპერაციის  ხანგრძლივობასთან დაკავშირებით კეთდება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს,  შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი  მოსახლეობის დაცვა იყო.

„ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო. ეს შეძლეს ჩვენმა სამართალდამცველებმა. ჩვენ სხვა სტილი და ხელწერა გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ის შედეგი,  რაც ახლა გვაქვს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების თაობაზე, წინასწარი ინფორმაცია არსებობდა. მან ყველას მოუწოდა, სპეკულაციები დაასრულონ:

„დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები, წინასწარი ინფორმაცია არსებობდა. ეს არის წინასწარი მუშაობის შედეგი. ვისაც არ ეზარება,  ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი. კარად იცოდნენ, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ. დავასრულოთ ეს სპეკულაციები“,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი:

„მათ ეროვნებას, მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ დღეს სპეცრაზმმა სწორად იმოქმედა:

„მოუწოდეს მათ, რომ ჩაბარებოდნენ პოლიციას, თუმცა სამართალდამცველებს სროლით უპასუხეს. სპეცრაზმმა ლეგიტიმურად და სწორად იმოქმედა“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics