|
2017-11-21 16:10:40, 1781 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების მართვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. როგორც დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. „ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს და გამოსწორდეს. ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ კი აღნიშნა, რომ არსებობს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ნაგავსაყრელის მოწესრიგება. „თავის დროზე, პოლიგონი მოეწყო ისე, რომ არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. შესაბამისად, ის საქმიანობა, რაც ახლა მიმდინარეობს, პირველი და მეორე უჯრედის მოწესრიგებას, მესამე უჯრედის დამატებას, გაზშემკრების მოწყობასა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ისახავს მიზნად, რათა ერთი მხრივ, მდინარის დაბინძურება ავირიდოთ თავიდან, ხოლო მეორე მხრივ, მეთანის აკუმულირება მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომელიც ორმაგ საფრთხეს შეიცავს. მომდევნო წლის განმავლობაში, მაქსიმალური ენერგია იქნება მიმართული იქითკენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის პოლიგონზე ეფექტიანად განხორციელდეს, რომ ის პრობლემები, რომელიც უნებართვო საქმიანობამ გამოიწვია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“, - განაცხადა მაია ბითაძემ. თბილისის მერი კახა კალაძე მაია ბითაძესთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)