18:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 15:03:46, 1728 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: სამინისტორების გაერთიანებას დადებითი ეფექტი არ ექნება, თუ ხარჯების მასიურად შემცირება არ მოხდება

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერის შეფასებით, სამინისტორების მექანიკურ გაერთიანებას არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება, თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რამოდენიმე კვირაში სამთავრობო გუნდის საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით შეცვლილი პოზიცია უნდა გამოჩნდეს .

„მინდა შეგახსენოთ, რომ ის ფული რომელსაც მთავრობა იღებს ეკონომიკიდან და ხარჯავს საკუთარ ბიუროკრატიაზე, პარტიულ ახლობებზე და ნათესავებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ია. მთავრობა მილიარდზე მეტს იღებეს დღეს ეკონომიკიდან, რომელიც ნელა იზრდება და იმატებს სიღარიბე, ამიტომ ამ ცვლილებებში მხოლოდ ხარჯების შემცირებას  ექნება მნიშვნელობა.
რამდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა  ბიუჯეტს, სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვდით და ახლა მათ უნდა შემოგვთავაზონ რამდენით ამცირებენ ბიუჯეტს და რაც მთავარია ეს შემცირება რას მოხმარდება. ჩვენი მყარი პოზიცია იყო და არის, რომ უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა რათა შეუმსუბუქდეს ტვირთი თითოეულ მოქალაქეს და ყველა ბიზნეს რათა ეკონომიკამ რეალურად დაძრას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმე. მეორე არის პენსიის და სოციალური დახმარების ზრდა ყველაზე უფრო გაჭირვებული ჯგუფებისთვის, სადაც უმძიმესი ვითარებაა. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გაძვირდა ამ ხალხისთვის არ გაუმჯობესებულა ვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 10%-ით გაზარდეს თითქმის ბიუროკრატია და  სიპებშ,ი რომლებიც სოკოებივით გამრავლდა, კიდე უფრო მეტად გაზარდეს დასაქმება საკუთარი ახლობლების და პარტიული აქტივის. ეს ცვლილებები ამ ბიუიროკრატიულ ხარჯებს  უნდა შეეხოს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი პოპულისტური ნაბიჯი და ჩვენ მართლაც სულ რამოდენიმე კვირაში უნდა ვნახოთ შეცვლილი პოზიცია სამთავრობო გუნდის საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით. ეს არის მოლოდინი, ჩვენი მოთხოვნა და რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics