2017-11-13 09:34:32, 1845 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ვიცე-მერებს დღეს წარადგენს
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე ვიცე-მერებს დღეს დედაქალაქის მერიაში, 15:00 საათზე წარადგენს.
"15:00 საათისთვის წარმოგიდგენთ მოადგილეებს. ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებაში. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო მერიას, დარწმუნებული ვარ, მართლა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სამსახურის ხელმძღვანელების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ავტორი: ,