|
2017-11-12 17:09:56, 1827 ნახვა
პოლიტიკა
დღეიდან ახლადარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილებას შეუდგა
დღეს ქალაქ ბათუმის ყოფილმა და ახლადარჩეულმა მერებმა ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. სასტუმრო „ჰილტონში" გამართულ ღონისძიებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ. მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გიორგი ერმაკოვმა. ყოფილმა მერმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ახლადარჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს წარმატებები უსურვა. ბათუმის ახალ მმართველს გიორგი ერმაკოვმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა. ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, ჩემს ყოფილ კოლეგა მინისტრებს, თანამშრომლობისათვის, მეგობრობისათვის და იმ სასიკეთო საქმეებისათვის, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო და კეთილი სიტყვები ვთქვა მომავალი კოლეგების, საკრებულოს დეპუტატების მიმართ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი გამარჯვებისათვის. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გვისაუბრია იმაზე, რომ ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, რთული ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ქალაქს მუდმივად სჭირდება მზრუნველობა და ყურადღება, როგორც ბავშვს, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს. ამიტომ, მე, პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის, იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის, რომელსაც ვაძლევდით ჩვენ მოსახლეობას,"– განაცხადა ლაშა კომახიძემ. ჰილტონში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ძალისხმევით რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის ზრუნვაზე და ამ ფერხულში ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტურ ჩართულობასა და როლზე. ზურაბ პატარაძის თქმით, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე არის ეფექტური მენეჯერი და განახლებულ საკრებულოსთან ერთად იგი ბევრი ახალი, საზოგადოებისათვის საჭირო ინიციატივისა და პროექტის განმახორციელებელი იქნება. ლაშა კომახიძე ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.
(NS)
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)