18:39 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-12 12:41:07, 1798 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი: დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზი და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთი შემთხვევა

 „ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის“ ინფორმაციით,  საარჩევნო უბნების გახსნა და ამომრჩევლის მიღება დროულად მოხდა, თუმცა  რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხაშურის 29-ე უბანზე  30-ის  ნაცვლად აღმოჩნდა, რომ  შეკვრაში 49 ბიულეტენი იყო. 

„დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული  ხარვეზები.  მაგალითად, ბორჯომის 25-ე უბანზე  გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრებმა უბნიდან გაიტანეს 16 საარჩევნო ბიულეტენი და  14 კონვერტი.

მათ შემდეგ ახსნა განმარტება გააკეთეს, რომ  სამი კონვერტი ჩაუვარდათ გადასატან ყუთში.  თუმცა ეს ქმნის პრობლემას და ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მთლიანად  გაბათილდეს შესაბამისი გადასატანი  ყუთის შედეგები.

ბორჯომის მე-12 უბანზე გადასატანი ყუთი დილის  10 საათზე დააბრუნეს უაბნზე და ოდნავ მოგვიანებით ამომრჩეველმა გამოთქვა პრეტენზია, რომ  ის იყო გადასატანი ყუთის სიაში და ვერ  შეძლო ხმის მიცემა.

ოზურგეთის 42-ე უბანზე საკონტროლოდ არ მიუთითეს პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის  ადგილი.

ხაშურის ნომერ პირველ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა  ნაცვლად ძირითადი ყუთისა გადასატან ყუთში ჩააგდო კონვერტი.

ხაშურის 29-ე უბანზე  30 ნაცვლად აღმოჩნდა, რომ 49 ბიულეტენი იყო შეკვრაში.

ოზურგეთის 27-ე უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

კერძოდ, ამომრჩეველმა საკუთარი ნებით აჩვენა პარტია „ქართული ოცნების“  წარმომადგენელს მის მიერ გაკეთებული არჩევანი“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics