17:17 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 18:12:30, 2280 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ლიპარტია: ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

როგორც ლიპარტიამ ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა იმ პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული. 

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ბორჯომში მერობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის  პროექტი და მიმართულება, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული. გარწმუნებთ, რომ ოთხი წლის შემდეგ, ბორჯომი ბევრად უფრო ლამაზი და განვითარებული იქნება“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

ლევალ ლიპარტიას მხარდამჭერ შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics