06:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 14:35:26, 357 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძის განმარტებით, მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი ნდობის ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი  გახდება, თუ მას პარლამენტი ნდობას ორჯერ არ გამოუცხადებს.

როგორც მან  პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ პლენარულ სხდომაზე მთავრობა სულ მცირე 74 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, 30 დღის ვადაში ნდობის მეორედ გამოცხადებას უნდა ეყაროს კენჭი.

„ნდობის ხელმეორედ გამოცხადება შესაძლოა მოხდეს მეორე დღეს ან, 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ დღეს“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება მეორე კენჭისყრაზე ვერ მიიღებს ნდობას, ამის შემდეგ მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

„მთავრობა მეორე   კენჭისყრაზე ნდობას თუ მიიღებს, ის იქნება სრულუფლებიანი მთავრობა და თავის მუშაობას გააგრძელებს. თუ მეორედაც ვერ მიიღებს ნდობას, ამის შემდეგ მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, მოვალეობის შემსრულებელი იქნება ახალი მთავრობის შექმნამდე“, - განმარტა ხმალაძემ.

ახალი მთავრობის შექმნის პროცესში, დეპუტატის განცხადებით, პარლამენტის სულ ცოტა 2/5-მა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს უკან წარუდგენს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კი, უნდა შეადგინოს მთავრობა და სამთავრობო პროგრამა, რომელიც პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს.

„ორჯერ ნდობის გამოცხადებაზე უარის შემდეგ დაიწყება ახალი მთავრობის შექმნის პროცესი. შესაძლოა ეს იყო იგივე  პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა ეს იყოს სხვა პრემიერი მთავრობის სხვა წევრებით.  თუ ამ მთავრობამაც ვერ მიიღო ნდობა, მაშინ  პრეზიდენტი ვალდებულია სამი დღის განმავლობაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics