|
2017-11-08 20:55:36, 1960 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთის მერობის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს
პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ბეგი სიორიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს. ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ოზურგეთში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე ჩავიდნენ, რომელსაც გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს და ბეგი სიორიძეს არჩევნებში წარმატება უსურვეს. კახა კალაძეს განცხადებით, ის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ეს დემოკრატიის ნაწილია და ამ მიმართულებით მმართველი გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „ყველას გვახსოვს 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, საბედნიეროდ, ეს ჩვენი ერთსულოვნებით წარსულს ჩავაბარეთ და დღეს უნდა ვისაუბროთ არა წარსულზე, არამედ მომავალზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, რას გავაკეთებთ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - თქვა კალაძემ. როგორც პარტიის გენერალური მდივანმა აღნიშნა, 2014 წლის შემდეგ, რაც ოზურგეთელმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ბეგი სიორიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“, ამ ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მისივე თქმით, უამრავი პრობლემა და სერიოზული გამოწვევებია როგორც ოზორგეთში, ასევე მთელ საქართველოში, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი ამ პრობლემებს შეეჭიდოს და გაუმკლავდეს, ეს „ქართული ოცნებაა“. „ჩვენ წარმოდგენილი გვყავს კანდიდატი, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ის 12 ნოემბერს აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგიწყებთ მითითებას, რა უნდა გააკეთოთ და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, თქვენ ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით და გურულები პოლიტიკაში ერთ-ერთი საუკეთესოები ხართ, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გაადაწყვეტილებას მიიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაა და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში. „ბეგი სიორიძე იყო ოზურგეთის ღირსეული მერი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთი შემართებით გააგრძელებს საქმიანობას ოზურგეთის განვითარებისთვის მომდევნო ოთხი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთელი ამომრჩეველი 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მას ნდობას“, - აღნიშნა კობახიძემ. საკუთარ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა ბეგი სიორიძემაც და მხარდამჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „დღეს ჩემს მხარდასაჭერად ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები ჩამოვიდნენ ოზურგეთში. ყველა ის დაპირება, რომელიც მე თქვენ დაგპირდით, სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერითა და თანადგომით დაგპირდით და დარწმუნებულები იყავით, რომ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში“, - მიმართა ამომრჩეველს სიორიძემ. მერობის კანდიდატის თქმით, მომდევნო ოთხ წელიწადში ოზურგეთი გახდება ყველასთვის საამაყო ქალაქი და ამ დროში დასრულდება ყველა ის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი, რომელიც თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
(NS)
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)