|
2017-11-08 10:46:48, 1586 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოში დღეს გენერალური მდივნის ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილავენ
დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. „მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების შეზღუდვაზე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროვება და სხვა სახის პრობლემები“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების ასახვას. კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხორციელდება ევროპის საბჭოს სამდივნოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლებიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს. გენერალური მდივნის ანგარიშს საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან და ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)