16:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 13:05:14, 1885 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე ონიანზე: ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტპატიმარი

‘’ჩვენ გვყავს, მორიგი პოლიტპატიმარი ამჯერად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთას.

მისი თქმით, ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ გოგა ინიანი გათავისუფლდეს:

„ ხელისუფლებაში ხუთი წლის თავზე, ივანიშვილი კვლავ განაგრძობს  ოპონენტებზე პოლიტიკურ ზეწოლას. ამჯერად მათი სამიზნე გახლავთ ადვოკატი და პოლიტიკოსი გოგა ონიანი, რომელიც „ამხილეს“ წლების წინ, ვითომდა ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე . ამდენი წლის განმავლობაში, ჩადების ამდენ გახმაურების შემთხვევაზე, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით, ონიანის თანამზრახველ პოლიციელებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლების ვერსიის თანახმად საქმეში,   არ წაუყენეს  ბრალი და  არ დაისაჯნენ და მათ განრიდება გაუეკეთეს, სისტემაში დატოვეს, რითაც ე.წ. სასამართლოს  შერჩევითობა არის პრაქტიკულად ყველასთვის  თვალნათელი . მესამე  რაც უნდა აღინიშნოს არის,ის რომ საქმის მთავარი მოწმე  ღიად საუბრობდა, რომ პროკურატურა ახორცილებდა მასზე ზეწოლას და პრაქტიკულად მტკიცებულებების თვალსაზრისით არის უსუტესი საქმე.   მთავარი რატომაც ხელისუფლება ამაზე წავიდა, აშკარა უკანონობაზე არის ის, რომ  საჩივრის ავტორი  ბერა ივანიშვილის ახლობელია.,ამით ხელისუფლება  აკეთებს იმის დემონსტრირებას,რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირსიპირდება, სამაგალითოდ დაისჯება. ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტპატიმარი ამჯერად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გოგა ინიანი გათავისუფლდეს’’ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, სასამართლომ ადვოკატი გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო.

მას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად   თავისუფლების აღკვეთა 4  წლის და 6  თვის ვადით განესაზღვრა. მასვე 2  წლის და 3  თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება.

სამართალდამცველებმა ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

ცნობისთვის, პროკურატურა თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ონიანს დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავება. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 15 ოქტომბერს, გიორგი ონიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და  ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, უწყების ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, ამავე სცენარით უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics