16:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 19:18:32, 1837 ნახვა

პოლიტიკა
2 თვეში პარტიების მიერ ჯამურად განხორციელებულია 16 861 130 ლარის ხარჯი, საიდანაც 11 651 146 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო

პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჯამურად განხორციელებულია 16,861,130.00 ლარის ხარჯი.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის ცნობით, ყველაზე დიდი ხარჯი 11,651,146.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო; 929,584.00 ლარი - „ევროპულმა საქართველომ“; 797,022.00 ლარი - „პატრიოტთა ალიანსმა“; 735,090.00 ლარი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“; 397,327.00 ლარი – „ახალი ქრისტიან დემოკრატები“; 394,040.00 ლარი - „ზვიად გამსახურდიას გზა“; 336,893.00 ლარი - „სახელმწიფო ხალხისთვის“; 246,891.00 ლარი - „სახელმწიფო ხალხისთვის“.

პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჯამში მიღებულია 18,167,797.00 ლარის შემოსავალი.

კერძოდ: „ქართული ოცნება“ -  9 855 337 ლარი; „ევროპული საქართველო“ - 1 463 358 ლარი; „ნაციონალური მოძრაობა“ - 1 283 754 ლარი; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ - 675 555 ლარი; „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 431 693 ლარი, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“ - 399 594 ლარი, „ზვიად გამსახურდიას გზა“ - 402 002 ლარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics