|
2017-11-04 12:01:26, 2342 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანა-თავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებად გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი წარადგინეს. აღნიშნულის თაობაზე საუბარია გაეოს გენერალური ასამბლეის მდივნის მიროსლავ ლაიჩაკის წერილში. „პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებად დავნიშნე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ელჩებს იმნაძესა და ნუსეიბის იმისათვის, რომ დათანხმდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გამოხატავთ მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას. მჯერა, რომ მომავალი მოლაპარაკებები აგებული იქნება 69-ე, 70-ე და 71-ე სესიებზე მიღწეულ პროგრესზე და მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის განვითარებას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, მე, როგორც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გავაგრძელებ ამ პროცესში აქტიურ ჩართულობას თანა-თავმჯდომარების მხარდასაჭერად", - აღნიშნავს მიროსლავ ლაიჩაკი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მთავრობათაშორისი მოლაპარაკების თანა-თავმჯდომარედ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დანიშვნა წარმოადგენს ქვეყნის კიდევ ერთ აღიარებას საერთაშორისო არენაზე. „ეს არის უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო ფუნქცია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროცესი აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რაზეც აქტიურად საუბრობენ როგორც გაერო-ს წევრი ქვეყნები, ისე გაერო-ს ახლადარჩეული გენერალური მდივანი. საქართველო თავის მხრივ უკვე ჩართულია ამ პროცესებში. მიმდინარე წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველომ რამდენიმე ისეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის რეფორმის პროცესთან, მათ შორის საქართველო აქტიურია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეფექტურობის გაზრდის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებებში. უშიშროების საბჭოს რეფორმაზე მოლაპარაკებები გენერალურ ასამბლეაში 1993 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების სახე მას 2008 წლიდან მიეცა. მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების მთავარი ელემენტებია - წევრობის კატეგორიები, რეგიონალური გადანაწილება, გაფართოებული უშიშროების საბჭოს წევრების რაოდენობა, მუშაობის მეთოდიკა, ვეტოს საკითხი, ასევე თანამშრომლობა საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას შორის. აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესი გრძელვადიანია, თუმცა ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ახალი გამოწვევების, საფრთხეებისა და დღეს არსებული რეალობის ჯეროვნად ასახვისათვის უშიშროების საბჭოს რეფორმა აუცილებელია. თანა-თავმჯდომარის როლია საკითხზე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების წარმართვა და წევრ სახელმწიფოთა პოზიციების შეჯერება“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)