16:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 17:40:04, 2620 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ლიტვის ელჩს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო

იუსტიციის მინისტრი დიპლომატიური კორპუსისათვის უწყების მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გაცნობას განაგრძობს.

თეა წულუკიანი დღეს ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა და მას იმ საქმიანობაზე ესაუბრა, რასაც უწყება სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა.

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო თუ სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე; ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებში განხორციელებულ რეფორმებზეც.

ელჩმა საქართველოს და ქართველ ხალხს ლიტვის ტრადიციული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ქვეყანას პროგრესისა და რეფორმების გზაზე წარმატებები უსურვა.  თავის მხრივ, თეა წულუკიანმა მადლიერება გამოხატა ამ მხარდაჭერისათვის, მათ შორის, იმ ურთულეს პერიოდში, რომელიც ქვეყანამ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღწევად გაიარა.

ელჩებთან სამუშაო შეხვედრები იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. თეა წულუკიანი  ევროკავშირს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების მეორე პირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში შეხვდა და მათ იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული  რეფორმებისა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

თეა წულუკიანი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს და მათთვის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის გაცნობას მომავალშიც გეგმავს. უკვე ჩანიშნულია შეხვედრები იტალიის, შვედეთის, გერმანიის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის ელჩებთან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics