|
2017-11-01 15:08:32, 1748 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ამბიციური რეფორმები ქვეყანაში დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას განამტკიცებს
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული. როგორც კვირიკაშვილმა საქართველო–ესტონეთის ბიზნეს–ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლება ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს ახორციელებს, რომლებიც, მისივე შეფასებით, კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყანაში დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას. „ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. ჩვენ, როგორც განვითარების გზაზე მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელიც ისწრაფის შემდგომი დივერსიფიკაციისა და ცოდნაზე დაფუძნებული წინსვლისკენ, ეს გეგმა მოგვცემს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პროგრესის მიღწევის საშუალებას. ჩვენი გეგმის პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ გამიზნული განათლების სისტემა, სივრცითი მოწყობა და ეფექტიანი მმართველობა. ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონალურ ლიდერად. უცხოელ მეწარმეებს ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გასაფართოებლად და რეგიონში გასავრცობად, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. საქართველო ასევე სთავაზობს გასასვლელს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც და შემდეგ ორი მილიარდი მომხმარებლის მქონე აღმოსავლეთის ბაზრებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით და ნორმატიულ წვდომას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების წყალობით. საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და პრეფერენციული რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან. გარდა ამისა, წელს ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებების დაწყებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით“,–განაცხადა პრემიერმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ავითარებს ევროპისა და აზიის მაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს, მათ შორის ახალ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც განლაგებულია ჩინეთიდან ევროპისკენ უმოკლესი მარშრუტის გაყოლებაზე. პრემიერის განმარტებით, ღმარწყლოვანი პორტი ანაკლიაში აბრეშუმის გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კარიბჭედ იქცევა. „გარდა ამისა, ამ პროექტის კვალდაკვალ შენდება საგზაო, სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის ფარგლებში ორი დღის წინ ჩვენ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან და ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც უკვე მოიხსენებენ, როგორც შუა დერეფანს ჩინეთი-ევროკავშირის სატრანსპორტო რუკაზე“,–განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)