|
2017-11-01 14:56:06, 1747 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ეს ვიზიტი ესტონეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი მისწრაფებების მხარდაჭერის გამოხატულებაა
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, საქართველო–ესტონეთის ბიზნეს–ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ესტონეთის პრეზიდენტს დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლისთვოს მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს უსვამს ხაზს. ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, კერსტი კალიულაიდის სტუმრობა კიდევ ერთხელ მიუთითებს ესტონეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულ მხარდამჭერაზე: „რადგან ამჟამად, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი-სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად, გვიახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია - მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“,–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო–ესტონეთს მომავალში თანამშრომლობის განვითარების ერთიანი ხედვა აქვს: „დღეს დილით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით ვთანამშრომლობთ, და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლის სურვილი. ძვირფასო მეგობრებო,ესტონეთი ნამდვილად დიდი წარმატების მაგალითია - ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას. სულ რაღაც ოც წელიწადში ეს პატარა სახელმწიფო მწირე რესურსებითა და სავალალო საბჭოთა მემკვიდრეობით იქცა გლობალური დემოკრატიისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოთამაშედ და გლობალურ ლიდერად თავისი ღიაობისა და ინოვაციების წყალობით. თავისი მიზანმიმართულებით, სამუშაო ეთიკითა და სიმტკიცით, ესტონეთმა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც მისაბაძმა მაგალითმა ბევრი ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც. ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე. 2014 წელს ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) გაფორმება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ“,–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)