|
2017-11-01 14:10:57, 1821 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ესტონეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა სასურველია სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ამოქმედება. ყურადღება დაეთმო სექტორულ თანამშრომლობას. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ასპექტების შესახებ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო ორგანიზაციები და რეიტინგები ადასტურებენ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ. ,,ესტონეთს, როგორც ერთ-ერთ კონტრიბუტორ ქვეყანას, შეუძლია თამამად იყოს იმ წარმატების თანაზიარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მხარეებმა ნოემბერში დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველო წარდგება, როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველა აღებული ვალდებულება შეასრულა. პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოფიციალური ტალინი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი აფასებს ესტონეთის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოსა და ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)