|
2017-10-31 17:28:12, 1735 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ესტონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოს საკითხებს
„ესტონეთი არის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ოკუპაციის არ აღიარების და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ნათლად ასახავს ორი ქვეყნის მომავალ პერსპექტივას. „ჩვენი ქვეყნისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტია. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც ნათლად ასახავს იმ ძალიან მაღალ სტატუსს ჩვენი ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა, რომელიც არის ესტონეთსა და საქართველოს შორის და ასახავს მომავალ პერსპექტივას. ნება მომეცით აღვნიშნო და ხაზი გავუსვა იმ თანამშრომლობას და მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო იღებს ესტონეთისგან დიდი ხნის განმავლობაში. ესტონეთი არის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ოკუპაციის არ აღიარების და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე. მაგრამ ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით ახლა კიდევ უფრო განსაკუთრებით აღვნიშნო ის, როლი, რომელსაც ესტონეთი თამაშობს გლობალურ პოლიტიკურ არენაზე. თქვენი აქტიური როლი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებში, როგორიც არის არა მარტო ევროკავშირი და ნატო, არამედ გაერო, მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნათელი და მკაფიო პოზიცია, გლობალური უსაფრთხოების, ქვეყნების სუვერენიტეტის, ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართალზე დამყარებული ურთიერთობის საკითხებზე ძალიან მკაფიო პოზიცია, ღირებულებით პოლიტიკაზე სწორედ ის, რომ თქვენ და ესტონეთი აფიქსირებს გლობალურ ფორმატებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით იმ ძალიან ნათელ განცხადებებს, რომელიც თქვენს მიერ კეთდება ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატები და ჩვენი პოზიციაც მომავალი მნიშვნელოვანი სამიტების მიმართ. ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ნატოს სამიტი. მე ვარ მადლობელი და მოხარული, რომ ესტონეთი, როგორც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევს საქართველოს საკითხებს“,-განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილმა ესტონურ დელეგაციას და ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)