16:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 16:26:54, 1921 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდმა საქართველო - ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ითვალისწინებს.

აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კუთხით განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ესტონური გამოცდილების გაზიარება ყველა მიმართულებით, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარების თვალსაზრისით. დღეს ესტონეთი მაგალითს აძლევს საქართველოს, რომელიც მრავალ სფეროში ტრანსფორმაციის გზას ადგას.

როგორც პრეზიდენტმა კალიულაიდმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განვითარების სფეროში ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც დაემყარება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის, მეწარმეობისა და განათლების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წახალისებას.

განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი.

ისაუბრეს ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ იგი უზრუნველყოფს კარგ შესაძლებლობას, გააძლიეროს საქმიანი კონტაქტები და მხარეებმა შეისწავლონ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პოტენციალი.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც მოიცავს კიბერ-უსაფრთხოებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თავდაცვის დაგეგმვას, პოლიტიკას და ეროვნული გვარდიის სკოლის განვითარებას.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ტურიზმის მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი, ძლიერია კულტურული კავშირებიც. ქართული წამყვანი უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ ესტონურ სასწავლებლებთან მემორანდუმების საფუძველზე.

საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ესტონეთი აღიარებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics