|
2017-10-30 18:11:25, 1995 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი, 2017 წლის III კვარტალში - 4,4, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა. „ეკონომიკური ზრდის ტემპი აჭარბებს ოფიციალურ სამთავრობო პროგნოზებს. მიმდინარე ტენდენციები დადებითად იქნა შეფასებული როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, რომელთაც ზრდის მიმართულებით გადახედეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი კვლავ კერძო სექტორია. კერძოდ საშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 9 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაიზარდა. აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 1.1 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო კერძო სექტორში 12.3 პროცენტით არის გაზრდილი. 2017 წლის სექტემბერში, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - სექტემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.3 პროცენტით. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-სექტემბერში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5 პროცენტით გაიზარდა და 2,164 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს უწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
(NS)
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)