2017-10-30 16:52:20, 2060 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 3-3 თეთრით გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5873 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5612 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0261 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0106 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.9766 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0340 ლარი შედგინა.
ავტორი: ,