15:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 10:42:49, 1746 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნებში გამარჯვებისთვის მთავარი ფინანსური რესურსი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების სისტემური გამოყენება  არ ხდებოდა.

„ ერთეულ შემთხვევებზე რეაგირება აუცილებელიცაა და ბუნებრივია, იუსტიციის მინისტრი ყველას აქეთკენ მოუწოდებს. ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ამ ყველაფრის ყველაზე ნათელი დასტური არის სოციოლოგიური კვლევისა და არჩევნების შედეგების დამთხვევა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ინტერვიუში.

კითხვაზე-როგორ ხსნით იმას, რომ მმართველ ძალას ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები მათ რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს არ შეესაბამება:

„ რეალურად, ოპოზიციის მიერ შემოსავლებისა და ხარჯებს დამალვა ხდება. ეს პრაქტიკა იყო 2016 წლის არჩევნებზეც და იგივე პრაქტიკა არის სამწუხაროდ, 2017 წელსაც. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს მთლიანად ოპოზიციის მიერ დაახლოებით 10 მილიონი ლარი იყო დეკლარირებული, მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები და ხარჯები ჯამში დაახლოებით 100 მილიონ ლარს მაინც შეადგენდა. ათმაგ სხვაობაზეა საუბარი და 2017 წლის არჩევნებშიც ანალოგიური სხვაობა იყო. დეკლარირებული შემოსავალი და გასავალი ამ არჩევნებში იყო დაახლოებით 1 მილიონი ლარი, შესაძლოა პლუს-მინიუს ვცდებოდე. 1 მილიონ ლარზე ბევრად მეტი დაიხარჯა ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მიერ ამ არჩევნებში. ეს არის პრობლემა. ჩვენ ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას ვახდენთ, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ბუნებრივია სასაცილოდ არ ეყოფა იმის თქმა, რომ ოპოზიციამ ამ არჩევნებში მხოლოდ მილიონი დახარჯა“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, არჩევნებში გამარჯვებისთვის მთავარი ფინანსური რესურსი არ არის, რადგან ოპოზიციას ფული ჰქონდა და წარმატებას ვერ მიაღწია:

„მეტსაც გეტყვით, რომ არათანაბარი პირობები ოპოზიციის სასარგებლოდაც იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მმართველ პარტიას თავისი ტელევიზია არ ჰქონდა და ოპოზიცია არჩევნებში თავისი ტელევიზიით გამოდიოდა. ამ უთანაბრობის პირობებშიც კი მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმების 56% აიღო. ჩვენ გვიწევდა ფულის დახარჯვა წუთების ყიდვაზე, მაშინ როდესაც მრავალსაათიანი უფასო რეკლამა ჰქონდა უზრუნველყოფილი კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ დიდი დაფარვა და გავლენა აქვს საქართველოში. ასეთი უთანაბრობა იყო და ამ პირობებშიც კი ამ პარტიებმა სოლიდური ხმების მობილიზება ვერ მოახერხეს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics