|
2017-10-26 20:00:19, 2402 ნახვა
ეკონომიკა
მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
თბილისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებაზე გაკეთდა პრეზენტაციები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები. „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წევრები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოხდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში. ჩვენ ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და გვსურს ეს გამოცდილება ჩვენს წევრებსაც გავუზიაროთ მათი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებისა და გაზრდის მიზნით. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება“, - განაცხადა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ. „რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, ამის შედეგად კი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც მიიღწევა საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის თუ მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარებითა და დანერგვის გზით. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას და მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვის კუთხით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ბუღლატრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის რეფორმა ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების სისტემის დანერგვას. საქართველომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აიღო ვალდებულება დაეწყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოება. ერთ-ერთი მიმართულება, ევროდირექტივების მიხედით ქვეყანაში კერძო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის ახალი სტანდარტების დანერგვაა. 2016 წელს შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით: ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების სისტემების, აუდიტის და პროფესიული განათლების სფეროების რეგულირება/ზედამხედველობა. (NS)
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)