15:32 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 20:48:19, 2145 ნახვა

ეკონომიკა
გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს

საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაუთმო  უორდროპის დიალოგის გახსნაზე საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილია და ბრიტანული მხარე დაინტერესებულია ვაჭრობის საკითხებში მიმდინარე სახელშეკრულებო პროცესი სწრაფად და წარმატებით წარიმართოს.

 "ჩემი სურვილია,  რომ გამოვიჩინოთ მეტი ამბიცია არსებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში რაც კარგი მაგალითი იქნება ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.  მოხარული ვარ, რომ საგარეო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თბილისში ჩვენი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად. ეს დიალოგი კიდევ უქრო გააქტიურდება უახლოეს თვეებში"- განაცხადა დანკანმა.  

მისი განმარტებით,  ბრიტანელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მკვეთრად იზრდება, რასაც ადასტურებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა  და უორდროპის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი. 

სერ ალან დანკანმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გაქტიურებულ ხალხთაშორის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ.

"დღეს ორივე მიმართულებით ბევრად მეტი მოქალაქე  მოგზაურობს ტურისტული, საგანმანათლებო ან ბიზნესის წარმოების მიზნით ვიდრე ოდესმე. ჩვენ, მთავრობას, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც ტექნიკური, პროფესიული და ხელოვნების მიმართულებებით. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ბრიტანეთის ვიზის აღების პროცესი რაც შეიძლება მარტივი იყოს"- განაცხადა ალან დანკანმა. 

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა ლონდონში დღეს გაიხსნა. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics