|
2017-10-20 16:14:32, 1902 ნახვა
საზოგადოება
საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის
კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოების ჩასატარებლად შპს „მექანიზატორის" დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 82 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. უწყების ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორმა" უკვე დაამუშავა 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სამუშაოები გრძელდება პატარა შირაქში, სადაც დღეს კომპანიის 2 ერთეული ტრაქტორით მოხდა 12 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება. აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი", მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)