23:00 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 21:32:53, 591 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება

ბრიუსელის შემდეგ უკვე თბილისში, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება. - ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მან თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

2026 წლის გაფართოების პაკეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯია ამ მიმართულებით. წინსვლა, რომელიც ჩვენ წელს ვიხილეთ ასევე გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ჩვენს კანდიდატ ქვეყნებს შორის. ზოგიერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ევროკავშირის წევრობისკენ, სხვების პროგრესი საკმაოდ ნელია. ზოგიერთ შემთხვევაში კი სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ რეგრესს. ეს განსხვავებები გვაჩვენებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რატომ, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება.

გაფართოების პაკეტი ეხება ევროკავშირის მომავალს, ის ასევე ეხება საქართველოს ადგილს ამ მომავალში. მიმდინარე უკუსვლა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ჩვენ აქ ვაკვირდებოდით გასული წლის განმავლობაში, ადასტურებს რომ საქართველო სამწუხაროდ რჩება ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით და კვლავაც უარს ამბობს იმ უპირატესობებზე რომლებსაც იძლევა კანდიდატის სტატუსი და წინა მოლაპარაკებების ეტაპი. საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ასევე ხელს უწყობს რა სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებს. ასევე მნიშვნელოვანია რომ კიდევ უფრო შესუსტდა სამოქალაქო სივრცე. სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად. ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ ნარატივებში, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში, რომლებიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს და ის რომ ისინი ახერხებენ განახორციელონ საკვანძო ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმები“.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics