07:47 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 10:52:18, 1864 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები  მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან.

თანამშრომლობის ფარგლებში, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედრო მოსამსახურეები შემდუღებლის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებს დაეუფლებიან.

ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ კოლეჯებთან, „სპექტრთან“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან“  თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.  თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მოაწერა. პროფესიულ  სასწავლებლებს კი ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ, რომლებმაც თავდაცვის უწყებასთან  ურთიერთობის  მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. 

პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება  ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის  ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას  შეუწყობს ხელს.

კოლეჯებში სტუმრობისას, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ  სასწავლებლების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics