04:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 18:40:18, 1920 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია მერის მოადგილეების მიერ აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„2016 წლის განმავლობაში, თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული სადღესასწაულო პრემიაა - დაახლოებით 1400 ლარის ოდენობით", - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მერის მოადგილეების მიერ აღებული პრემიის ოდენობასთან დაკავშირებით.

გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული სადღესასწაულო პრემიაა - დაახლოებით 1400 ლარის ოდენობით.

იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნას შეყვანილი და არ შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოსდა, თბილისის მერიაში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, შედარებისთვის გვსურს აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, 2013 წელს თბილისის მერის მოადგილეების პრემიამ 127,187 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი 8 თვის განმავლობაში მოადგილეების მიერ პრემიის სახით მიღებულია 57, 850 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში მხოლოდ 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად, 22,3 მლნ ლარით შემცირდა",-ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics