|
2017-10-18 13:37:28, 2065 ნახვა
საზოგადოება
მერია: ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, ქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე დაუბრუნდა
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, დედაქალაქს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, სანზონის დასახლებაში, მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებულ 1101 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს კვლავ საერთო სარგებლობის ფუნქცია მიენიჭება, გამწვანდება და დასასვენებელ სივრცედ განვითარდება. „დაახლოებით, 15 წლის წინ გასხვისებული ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დაპირება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ადგილობრივ მოსახლეობას ერთი წლის წინ მისცა. ამ პერიოდის განმავლობაში, კერძო მესაკუთრესა და მუნიციპალიტეტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ტერიტორიის მესაკუთრეს თბილსის მერიამ სანაცვლოდ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქს 2014-2017 წლებში, ჯამში, 50 000 კვ.მ ტერიტორია დაუბრუნა, მათ შორისაა, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი“,-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)