04:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 01:20:59, 1870 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ კლიენტებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს ბანკმა და ფინანსთა სამინისტროს ბუღალტერული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბანკის კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბანკის კლიენტები - მცირე და საშუალო და კორპორატიული ბიზნესიდან. ღონისძიები მიზანი მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გახლდათ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, ბანკისთვის მნიშვნელოვანია კლიენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კლიენტები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბუღალტერული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მოხდა. ჩვენ როგორც პარტნიორ ბანკს დიდი გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში მუშაობის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება ჩვენს კლიენტებს გავუზიაროთ, მათი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარების და გაზრდის მიზნით. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება“, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირები შეთანხმებით განსაზღვრული ევროდირექტივების მოთხოვნის გათვალისწინებით 2016 წელს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ბუღლტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. აღნიშნული კანონის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა, რომელიც საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების სისტემების, აუდიტის და პროფესიული განათლების სფეროების რეგულირება/ზედამხედველობა.

„რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვბის გაუჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, ამის შედეგად კი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც მიიღწევა საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის თუ მსოფლიო წამყვანი პრაქტიკის გაზიარებითა და დანერგვის გზით. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასა და მათ ახალ შესაძებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე“,- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics