|
2017-10-15 14:59:56, 1800 ნახვა
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის საბურავები გამოიყენონ
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს მოუწოდებს, მეტი უსაფრთხოებისთვის, ზამთრის საბურავები გამოიყენონ. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს, გამოიყენონ ზამთრის საბურავები მეტი უსაფრთხოებისათვის. მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)