|
2017-10-12 11:27:58, 2023 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა
ქალაქ ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. მინისტრის შემდეგ, მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართეს. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ. წელს საერთაშორისო ფორუმის საპანელო განხილვები შემდეგ თემებს ეხება: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რიგით მე-11 კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის არიან ნატოს „მტკიცე მხარდაჭრის“ მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სხვა. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IFRI). კონფერენციის სპონსორია ფრანგული კომპანია „თალესი“ (Thales). (NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)