|
2017-10-12 10:31:51, 1638 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებს ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაცია ეცნობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარებისა და გატარებული რეფორმების გაცნობით მიზნით, საქართველოს ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა ბელარუს სტუმრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო. ბელარუსი სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ ნოვაციებით, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ალტერნატიული სასჯელების აღსრულების კუთხით არის დანერგილი. „სამწუხაროდ, ბელარუსი ახლა იწყებს პრობაციის სისტემის რეფორმას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაცნობა. რამდენადაც ვიცი, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამები საქართველოში საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და თქვენი მიღწევების ბელარუსში დანერგვა გვინდა. ჩვენ გავეცანით პრობაციის მიმართულებით ლატვიელი კოლეგების გამოცდილებასაც და როგორც აღმოჩნდა, მათ თქვენგან ისწავლეს ბევრი რამ. სასიამოვნოა, რომ იგეგმება ჩვენს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და რაც შესაძლებელს გახდის ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხის ორმხრივ ფორმატში განხილვას," - განაცხადა სერგეი ნიკელმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)