|
2017-10-11 16:22:21, 2101 ნახვა
საზოგადოება
საია: 3 მილიონი ლარის ღირებულების საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისში 3 მილიონი ლარის ღირებულების, 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების გამარტივებული ფორმით შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით შექმნილმა კომისიამ, სესაბმისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს "ტბილსერვის ჯგუფმა, სავარაუდოდ არ/ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო შესყიდვის რაციონალურად დაგეგმვა და განხორციელება". ორგანიზაცია განცხადების გაკეთების საფუძველს განმარტავს: "თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე, საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით, 2017 წლის 16 ივნისს, კომისია შეიქმნა. კომისია ჯამში 3 სხდომა გამართა. პირველად, 2017 წლის 26 ივნისს შეიკრიბა და დაადგინა, რომ არაუგვიანეს 10 ივლისისა, თბილისის არქიტექტურის სამსახურს კომისიისათვის საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების დიზაინი უნდა მიეწოდებინა. ხოლო საფინანსო საქალაქო სამსახურს, 2017 წლის ბიუჯეტიდან თანხების მობილიზაციის წინადადებები წარედგინა. აღნიშნულის მიუხედავად, კომისიის შემდეგი სხდომა სექტემბრის თვემდე არ გამართულა; მიუხედავად იმისა, რომ კომისიის პირველივე სხდომაზე, 2017 წლის 26 ივნისს, ყურადღება დაეთმო საახალწლო ილუმინაციების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხს და ამ მიზნით შესყიდვის პროცედურების დროულად დაწყების მნიშვნელობას, კომისიის მეორე სხდომა პირველიდან 41 დღის შემდეგ, 2017 წლის 7 სექტემბერს გაიმართა. მთელი ამ დროის განმავლობაში, კომისიას ხელთ არ ჰქონდა არც შესასყიდი ილუმინაციების და აქსესუარების საბოლოო ხარჯები და არც საქონლის დაზუსტებული დიზაინი; კომისიას 3 თვეზე მეტი დასჭირდა საიმისოდ, რომ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების დიზაინი შეეთანხმებინა და „თბილსერვის ჯგუფისათთვის“ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაწყება ეთხოვა; კომისიის მიერ გამართული სხდომების ოქმებში არსად არ არის ნახსენები სახელმწიფო შესყიდვის ფორმად, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გამოყენების საჭიროება და „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების“ წინაპირობა. სანაცვლოდ, კომისიის პირველივე სხდომის ოქმში საუბარია „ელექტრონულ ტენდერთან“ დაკავშირებული საკითხის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საიას მიაჩნია, რომ კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ფორმით განხორციელება გამორიცხულიყო და კომპანიას სახელმწიფო შესყიდვის ფორმად ელექტრონული შესყიდვა გამოეყენებინა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)