00:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 13:39:35, 1930 ნახვა

საზოგადოება
გოგონათა საერთაშორისო დღე გოგონათა კლუბში აღინიშნა

11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გოგონათა კლუბის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ უმასპინძლა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

სასაუბრო თემები შეეხებოდა ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებას და ამ პროცესში საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრებას. თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს უამბო იმ სირთულეების დაძლევის შესახებ, რომლების წინაშეც შესაძლოა გოგონები ასაკიდან გამომდინარე აღმოჩნდნენ.
გასვლით შეხვედრას სახელმწიფო ზრუნვის სისტემის და სხვადასხვა ტრანზიტული ცენტრის ბენეფიციარი გოგონები, ასევე კლუბის მეგობრები დაესწრნენ. სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ფორმატზე გოგონებმა საკუთარი სურვილებიც დაწერეს.

გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია გოგონათა უფლებების დაცვა/აღიარება, გოგონების განათლების მიღების ხელშეწყობა,  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იმ საკითხებზე, რომლებსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან.  2017 წლის თემაა - „პრობლემებზე გადაუდებელი რეაგირება და მდგრადობის შენარჩუნება”.

„გოგონათა კლუბი“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც მედიაციის სახლში 2015 წლიდან მიმდინარეობს. მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს.

მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, საგანმანათლებლო სემინარები და შეხვედრები წარმატებულ ქალებთან. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics