|
2017-10-11 13:33:15, 2075 ნახვა
საზოგადოება
ყაზახეთის დელეგაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო
ყაზახეთის მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეწვივნენ და დეტალურად გაეცნენ უწყების საქმიანობის სპეციფიკას. მათ შორის, სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. სტუმრების ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა. სტუმრებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისი და მოქალაქეებთან კონსულტაციის სივრცე დაათვალიერეს.
ყაზახეთის დელეგაცია 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ინოვაციურ სერვისებს ეცნობა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს ეცნობიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)