00:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 11:55:27, 1765 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე იმსჯელეს

საქართველოსა და ირანის რესპუბლიკას შორის სასოფლო-სამეურნეო კუთხით თანამშრომლობა და ინვესტიციების განხორციელება განიხილეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიეიმ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა.

სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო, სამეცნიერო, ფიტოსანიტარიის, მექანიზაციის და მეაბრეშუმეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

 შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მრავალი მიმართულების განვითარება შეიძლება და კოოპერაციული მეურნეობების და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ალი რაბიეიმ განაცხადა, საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად  ქვეყანასთან თანამშრომლობა ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics