|
2017-10-11 09:41:38, 1825 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო სამი ცხვრის შეწირვის საკითხზე პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცხვრის შეწირვა ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით. „შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაგებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა. ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება“,-ნათქვამია განცხადებაში ცნობისთვის, 8 ოქტომბერს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე მრევლს ახალი ინიციატივა გააცნო. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ გვარი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ილოცებს, იმარხულებს და სამ ცხვარს შეწირავს, რომელიც გაჭირვებული ოჯახებისთვის იქნება გამოყენებული. "ძალიან ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისთვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან ამ 40 წლის მანძილზე, რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვის. 7 ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და ის სასწაულებს ახდენს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, ვლოცავთ გვარებს მაგრამ, ალბათ, არ არის საკმარისი ეს, ლოცვა უნდა გაძლიერდეს. ჩვენი ლოცვა არ არის რაღაც ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან. ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი- კარგი იქნებოდაო, რომ ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. ასეთი აზრი შემოვიდა, მე ძალიან მომწონს ეს აზრი. არც ძნელია, რომ ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები, მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები. ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. დღეს დავუშვათ, დღის თორმეტი საათიდან მეორე დღის თორმეტ საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს და შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი იქნება გამოყენებული გაჭირვებული ოჯახებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს საოცარ შედეგს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს სიყვარული და პატივისცემა ხალხში. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით, ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის საყვარელი ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ძმებს, ვინც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ გაჭირვებული და ცოდვაში ჩავარდნილია ადამიანი, იმას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ", - განაცხადა პატრიარქმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)