|
2017-10-10 17:52:47, 1741 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სასწავლო კურსი დაასრულეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება მედიაციის სახლში გაიმართა. სასწავლო პროგრამით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამისა“ და მედიაციის სახლის ბენეფიციარებმა ისარგებლეს. ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო კურსი 8 მოხალისე პედაგოგმა ჩაატარა, რომლებიც პროექტში გამოცდილების მიხედვით ჩაერთვნენ. ესენი არიან: ნინო კოდუა, ჟანა ოდიაშვილი, მარი ჩიტაშვილი, ლინდა ბერიძე, მარიამ მუმლაძე, მარეხ ხოჯელანი, ნინო კასრაძე და ია ორმოცაძე. ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მოხალისე პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელები გადასცა. ბენეფიციარებისთვის განათლების სერვისის მიწოდების უწყვეტობის მიზნით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე მესამე წელია ინგლისური ენის კურსები მიმდინარეობს. ამ სერვისით ჯამში 200-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯგუფები ბენეფიციარების ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით იქმნება. გაკვეთილები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და მედიაციის სახლის ოფისებში პერიოდულად მიმდინარეობს. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს და მათ ოჯახის წევრებს, სხვა მნიშვნელოვან სერვისებთან ერთად ინგლისური ენის შესწავლა უფასოდ შეუძლიათ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში კი -არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სივრცე და სერვისებია; მოზარდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)