03:43 - 05 Nov, 2026
|
2017-10-10 16:54:54, 1808 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა-ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და რესპუბლიკელებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა მიმდინარეობს. ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა დაპირისპირების გამო შეწყვეტილი იყო. ერთმანეთს საკრებულოს ოპოზიციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან მიახლოების უფლება არ მისცეს. სხდომა, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში მიწის ნაკვეთების 1 ლარად გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ, გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)